ახალი პროდუქტები

ფასადის პანელი – ახალი პროდუქტი “ჯი არ სი”-ში

fasadis_panelebi
თქვენ უკვე შეგიძლიათ „ჯი არ სი“-ში შეიძინოთ ფასადის პანელები, რომელიც დამზადებულია თანამედროვე პოლიმერისგან პოლიპროპილენის საფუძველზე. მასალა მდგრადია მექანიკური და დარტყმითი დატვირთვების, ტემპერატურის ცვალებადობის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. აქედან გამომდინარე ფასადის ახალი პანელი ინარჩუნებს მთლიანობას და პირვანდელ გარეგნულ იერსახეს მრავალი წლის განმავლობაში.
 
ფასადის პანელის უპირატესობებს წარმოადგენს 50 წლამდე გარანტია და მისი მონტაჟის სიმარტივე, რაც პანელის სიმსუბუქიდან გამომდინარეობს.აღნიშნულ პანელებს აქვს დასრულებული იერსახე, ამიტომ არ საჭიროებს დამატებით შეღებვას. მათი მოვლა საკმაოდ ადვილია და არ მოითხოვს განსაკუთრებულ საშუალებებს.
 

ვიზუალიდან და ესთეტიური სილამაზიდან გამომდინარე მისი გამოყენება შესაძლებელია სახლის ან სხვადასხვა შენობების როგორც ფასადების მოსაპირკეთებლად ასევე განსხვავებული ინტერიერის შესაქმნელად.

 

„ჯი არ სი“ გთავაზობთ ფასადის პანელის ფერებისა და ფორმების მრავალფეროვან არჩევანს.